სერვისის ხელმძღვანელი
24-09-2026 - 31-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

„სოლვერი“  უზრუნველყობს გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგების სიტემების სრულ მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის დანადგარებზე.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ. გვერდს: https://www.solvery.ge/  

 

კომპანია „სოლვერი” აცხადებს ვაკანსიას სერვისის ხელმძღვანელის პოზიციაზე  ქ. ბათუმში 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ტექნიკური სერვისის საქმიანობის ხელმძღვანელობა და სერვისის მიმართულების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულება
  • სერვისის მეთოდების, დირექტივებისა და პოლიტიკის შემუშავება, ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;
  • სერვისის სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და ოპტიმიზაცია; 
  • ორგანიზაციული სტრუქტურისა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ცვლილებების ინიცირება და განხორციელება; 
  • ტექნიკური რეგლამენტებისა და სამუშაო პროცედურების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
  • სერვისის პროცესში მონაწილე პერსონალის, მათ შორის, ველზე მომუშავე თანამშრომლების, ტექნიკური პერსონალისა და ინჟინრების, მართვა და კოორდინაცია; ასევე თანამშრომელთა საქმიანობის შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • სერვისის სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, საპროექტო შეკვეთების დამუშავებისა და შესრულების კოორდინაცია; 
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და სერვისის ეფექტიანობის ზრდის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • სერვისის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების, ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა, მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი  განათლება ; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია უცხო ენების (რუსული, ინგლისური) პროფესიულ დონეზე ფლობა. 

 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო გრაფიკი: სრული, 40სთ კვირაში, 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;  
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის  ქ. #51;  “სოლვერის” სათაო ოფისი; 

 

სოციალური პაკეტი: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა  

 

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა: პირველი კონტრაქტი - ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

დასაქმებულის უფლებები:  

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.   

  

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!