ვერ ნახე სასურველი ვაკანსია? დაგვიტოვე CV!
თუ გსურთ, სოლვერის გუნდს შემოუერთდეთ, თუმცა თქვენთვის საინტერესო ვაკანსია ამჟამად არ გვაქვს, დაგვიტოვეთ CV და შესაბამისი ვაკანტური პოზიციის შემთხვევაში, თქვენს კანდიდატურას განვიხილავთ!
კომპანია „სოლვერი“ უზრუნველყოფს გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, წყალმომარაგების სიტემების სრულ მომსახურებას, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის დანადგარებზე.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ. გვერდს
https://www.solvery.ge/
რას ვთავაზობთ კანდიდატებს?
- ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.